მიწოდება

მიწოდება

Www.Miniaguri.Ge–ზე განთავსებული პროდუქციის მიწოდება ხორციელდება თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში.
საკურიერო მომსახურებას უზრუნველყოფს საკურიერო კომპანიები, მათი მოქმედი სტანდარტებისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.

პროდუქციის ჩაბარება ხდება საშუალოდ 2 (ორი) – 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე, რეგიონალურ დატვირთვაზე და საკურიერო კომპანიის ოპერატიულ მუშაობაზე.
კომპანია იტოვებს უფლებას მიწოდების ვადა შემცირდეს ან გაიზარდოს მესამე მხარის მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე.


შეკვეთის მიღების წესები

მომხმარებელი ვალდებულია მიწოდების მომენტში, კურიერის თანდასწრებით, მოახდინოს მიღებული ნივთის ვიზუალური და რაოდენობრივი შემოწმება.
დაზიანების, კომპლექტაციის შეუსაბამობის ან სხვა ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს კომპანიას.

ხარვეზის შემდგომი დაფიქსირება, აღნიშნულ წესის დაუცველად, შეიძლება ჩაითვალოს მომხმარებლის პასუხისმგებლობად და გახდეს საფუძველი მომსახურებაზე უარის თქმისთვის.


გაცვლის და დაბრუნების პირობები

პროდუქტის დაბრუნება ან გაცვლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • პროდუქტი უნდა იყოს სრულად პირვანდელ მდგომარეობაში;

  • უნდა წარმოადგინოს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი/უნაღდო ჩეკი);

  • ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში — ბანკის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს გადახდას.

დაბრუნების ან გაცვლის ინიცირებისათვის, მომხმარებელმა უნდა დაგვიკავშირდეს:

+995 571 00 00 29

კომპანია იტოვებს უფლებას, უარი თქვას დაბრუნებაზე/გაცვლაზე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არის დაზიანებული, გამოყენებული, ინახება არასათანადო მდგომარეობაში ან არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.