საიტის წესები და პირობები

საიტის წესები და პირობები

www.miniaguri.Ge–ს გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის, ან სარგებლობთ ვებგვერდით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით საქართველოსა და მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

გთხოვთ, ჩვენს მომსახურებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე „საიტის წესებსა და პირობებს“. ვებგვერდის გამოყენება ან ნებისმიერი პროდუქციის შეკვეთა ავტომატურად ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამ დოკუმენტს.
თუ არ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს, მაშინ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი მომსახურება. ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება აღნიშნულ პირობებზე თქვენს სრული და უპირობო თანხმობად.


ლიცენზია და გამოყენების წესები

წინამდებარე წესების საფუძველზე, თქვენ გეძლევათ შეზღუდული, გაუქმებადი, არაგადაცემადი და არაექსკლუზიური ლიცენზია — გამოიყენოთ ვებგვერდი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის, კერძოდ, პროდუქციის შესაძენად.

აკრძალულია:

  • ვებგვერდის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

  • ვებგვერდის მასალის პირდაპირი ან არაპირდაპირი გამრავლება, წარმოება, დისტრიბუცია, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, თარგმნა, შეცვლა, გადამუშავება ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენება;

  • ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მოიცავს მოგების მიღებას, თუ ეს არ არის ჩვენს მიერ ნებადართული.

ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე:

  • გაუქმოს ზემოხსენებული ლიცენზია;

  • შეაჩეროს მომსახურება;

  • დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში;

  • გააუქმოს შეკვეთა.

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ან მისი ქმედებები ეწინააღმდეგება კომპანიის სამართლებრივ, რეპუტაციულ ან ფინანსურ ინტერესებს.